საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი დაარსდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1958 წლის 10 დეკემბერს №801 დადგენილებით – როგორც სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1959 წლის 30 მარტის №224 დადგენილებით იგი გაერთიანდა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და პროპაგანდის რესპუბლიკურ სახლთან და დაერქვა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და პროპაგანდის ინსტიტუტი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1969 წლის 4 მარტის №111 დადგენილებით ინსტიტუტი გარდაიქმნა საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტად, ხოლო 1992 წლის 25 მარტის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით ეწოდა საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – ტექინფორმი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993 წლის 26 ნოემბრის №898გ განკარგულებით ტექინფორმს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე ინსტიტუტი ტექინფორმი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სახელწოდებით სსიპ ინსტიტუტი ტექინფორმი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №246 დადგენილების საფუძველზე ტექინფორმი რეორგანიზებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით.
ტექინფორმის მისიაა ქვეყნის სამეცნიერო და საინოვაციო R&D სისტემის მართვისა და განვითარების ინფორმაციული უზრუნველყოფა, სისტემის არსებული მდგომარეობის შესწავლა და მონიტორის ფუნქციების განხორციელება. ამ მისიის შესრულებას საფუძვლად უდევს OECD-ის (The Organization for Economic Co-operation and Development) დოქტრინა, რომელშიც აღნიშნულია R&D სისტემის მნიშვნელობა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და R&D სფეროს ეფექტური მენეჯმენტის საქმეში სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფის, მართვის და ანალიტიკური მიმართულებებით წარმოებული კვლევების საფუძველზე.
OECD-ის დოქტრინის გათვალისწინებით ჩამოყალიბებულია პრიორიტეტულ მიმართულებათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულება ტექინფორმს საშუალებას აძლევს აღასრულოს თავისი მისია.